ოჯახის ტიპები

ოჯახის ტიპები
ცნობილია, რომ ოჯახის მრავალი ტიპოლოგია არსებობს. უმეტესად ტიპოლოგიის ძირითადი კრიტერიუმებია საქორწინო წყვილის (ოჯახის ბირთვის) დაყოფა არსებობა-არარსებობის მიხედვით და მათი რაოდენობის მიხედვით. გამოყოფენ პატარა ანუ ნუკლეარულ (ერთი დაქორწინებული წყვილი შვილებით (შვილით) ან უშვილოდ) და რთულ ოჯახს. რთული ოჯახი ართიანებს შემდეგ ქვეტიპებს: 1. ერთი დაქორწინებული წყვილი შვილით (შვილებით) ან უშვილოდ და ერთ – ერთი მეუღლის მშობელი; 2. ერთი დაქორწინებული წყვილი შვილით (შვილებით) ან უშვილოდ, ერთი მეუღლის მშობელი (ან მის გარეშე) და სხვა ნათესავები;დ და სხვა ნათესავები (ან მის გარეშე); 3. დედა შვილით (შვილებით) და ერთ-ერთი მშობელი; 4. მამა შვილით (შვილებით) და ერთ-ერთი მშობელი; 5. დანარჩენი ოჯახები, სადაც არიან და-ძმები, ბებია-ბაბუები, სხვა ნათესავები და ა.შ.
Source: წერეთელი მზია. გენდერი-კულტურული და სოციალური კონსტრუქტი: სალექციო კურსი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მზია წერეთელი ; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать реферат

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»